შაბათი, მაისი 3, 2025
Homeსტატიებიკავკასიის საინფორმაციო სამსახურიფოტოებზე აღბეჭდილი ერევნის კრიზისი

ფოტოებზე აღბეჭდილი ერევნის კრიზისი

პოლიციამ გადაკეტა გზები და ქალაქის ცენტრში შეკრებილი ხალხი დააკავა.

IWPR

17 ივლისს, სომხეთის დედაქალაქში, ათამდე შეიარაღებული პირი შეიჭრა პოლიციის განყოფილებაში და მძევლები აიყვანა, მათ შორის სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მძევალთა ნაწილი გაათავისუფლეს, დაძაბულობა გრძელდება.  

შეიარაღებული პირები ოპოზიციური მოძრაობა „დამფუძნებელი პარლამენტის“ წევრები არიან. ისინი ითხოვენ თავიანთი ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისულფებას, რომელიც გასულ თვეს დააპატიმრეს, და ასევე პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომას.

პოლიციამ გადაკეტა პოლიციის განყოფილებასთან მისასვლელი ქუჩები და დააკავა ქალაქის ცენტრში შეკრებილი ადამიანები.

20 ივლისის ღამეს, შეტაკება მოხდა პოლიციასა და ამბოხებულების მხარდასაჭერად შეკრებილ მოსახლეობას შორის. დილით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფრომაციის მიხედვით, 51 ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული, მათ შორის 29 პოლიციელი.

დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ არ მისცა უფლება ქუჩაში შეკრებილებს გადაეცათ ამბოხებულებისთვის საჭმელი.


პროტესტი ერევანში
18 ივლისს, ერევანში, მოქალაქეებმა მაშტოცის გამზირზე მოაწყვეს დემონსტრაცია პოლიციის მიერ ათობით აქტივისტის უკანონო დაკავების წინააღმდეგ (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ სამართადამცავი ორგანოებისგან ადამიანის უფლებების დაცვას (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
ერევნის ცენტრში გამართული მჯდომარე აქცია მშვიდობიანი პროტესტის უფლების დასაცავად (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
აქტივისტები ცდილობენ ერევნის პოლიციის უფროსთან, აშოტ კარაპეტიანთან მოლაპარაკებას (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
გადაკეტილ ქუჩებზე პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
რამდენიმე დღე პოლიციის კორდონები მთელი დღე-ღამის განმავლობაში არ დაშლილა (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
რამდენიმე დღე პოლიციის კორდონები მთელი დღე-ღამის განმავლობაშ არ დაშლილა (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
ზოგჯერ პოლიციასა და ქუჩაში შეკრებილ ხალხს შორის ხდება შეტაკებები, 2016 წლის 19 ივლისი (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
ინფორმაციის არქონის გამო გადაკეტილ ქუჩებთან სიტუაცია იძაბება (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
ზოგჯერ პოლიციასა და ქუჩაში შეკრებილ ხალხს შორის ხდება შეტაკებები, 2016 წლის 19 ივლისი (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
ქალი ცდილობს დაარწმუნოს პოლიცია არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
აქტივისტებმა პოლიციის წინააღმდეგ ბარიკადების აღმართვა დაიწყეს (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
ადგილზე მობილიზებული პოლიცია (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
ახალგაზრდა ქალი პოლიციის კორდონის წინ (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
აქტივისტები პოლიციის წინააღმდეგ ბარიერების სახით ნაგვის კონტეინერებს იყენებენ (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
მესამე დღეს, დაკავებულ პოლიციის განყოფილებასთან მისასვლელ ხორენაცის ქუჩაზე პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფები გამოჩნდა (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც ამბოხებულებსა და პოლიციას შორის არაოფიციალური მედიატორი გახდა, ხალხს მოვლენათა განვითარების შესახებ უკანასკნელ ცნობებს აწვდის (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
პროტესტი ერევანში
გადაკეტილ ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა სიტუაციას აკვირდება (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
RELATED ARTICLES

პოპულარული სტატიები