შაბათი, მაისი 3, 2025
Homeრეპორტაჟებივიდეოძვირფასი ბინძური თბილისი

ძვირფასი ბინძური თბილისი

საქართველოში თავისუფლება დემონსტრაციებით, დარბეული მიტინგებით, სამოქალაქო ომით, კრიმინალური გარჩევებით, ეთნიკური კონფლიქტებით, შიმშილით და უშუქობით დაიწყო.

ანნა ძიაფშიპა

პერფომანსი თბილისის ბაზარში 1994 წელი
პერფომანსი თბილისის ბაზარში 1994 წელი. ფოტოზე ოლეგ ტიმჩენკოს ნახატია გამოსახული. დეტალურად პერმონასის შესახებ ვიდეოში 7:37 წუთიდან. (ფოტო: გურამ წიბახაშვილი)

თუმცა, თავისუფლებამ ასევე მოიტანა ძალიან საინტერესო პროცესები ხელოვნებაში. გურამ წიბახაშვილი ამ პროცესის მონაწილე იყო, ის შიგნიდან იცნობდა სხვადასხვა ხელოვანთა მოძრაობას, მეგობრობდა მათთან და გამუდმებით იღებდა ფოტოებს.

მისი კამერა თითქოს დამატებითი თვალია, რომელიც ყველა მნიშვნელოვან მოძრაობას აფიქსირებს და ინახავს. ქვეყანაში, სადაც ისტორიას ხშირად პათეტიკური და ნაციონალისტური ელფერი დაჰკრავს, ეს არქივი ყველაზე ძვირფასი წყაროა გასახსენებლად და დასაფიქრებლად.

“წარმოუდგენელია კიდევ ერთხელ შევძლო ამის გავლა” – მითხრა გურამ წიბახაშვილმა, როდესაც მის არქივში 1990-იანი წლების ამსახველ აურაცხელი რაოდენობის ფოტოებს ერთად ვათვალიერებდით.

გურამს ფოტოები წლების მიხედვით აქვს დახარისხებული. ყველა განსხვავებულ ამბავს გვიყვება.

ეს ვიდეო თავდაპირველად გამოქვეყნდა პარტნიორი ორგანიზაციის მიერ – Chai Khana.

ანნა ძიაფშიპა
ანნა ძიაფშიპაhttp://www.sakdoc.ge/index_ge.php
ანნა ძიაპშიპა, არტ მენეჟერია და ამჯამად პროდიუსერად მუშაობს დოკუმენტური ფილმების საპროდუქციო კომპანია საქდოკ ფილმში.
RELATED ARTICLES

პოპულარული სტატიები