17 ივლისს, სომხეთის დედაქალაქში, ათამდე შეიარაღებული პირი შეიჭრა პოლიციის განყოფილებაში და მძევლები აიყვანა, მათ შორის სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მძევალთა ნაწილი გაათავისუფლეს, დაძაბულობა გრძელდება.
შეიარაღებული პირები ოპოზიციური მოძრაობა „დამფუძნებელი პარლამენტის“ წევრები არიან. ისინი ითხოვენ თავიანთი ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისულფებას, რომელიც გასულ თვეს დააპატიმრეს, და ასევე პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომას.
პოლიციამ გადაკეტა პოლიციის განყოფილებასთან მისასვლელი ქუჩები და დააკავა ქალაქის ცენტრში შეკრებილი ადამიანები.
20 ივლისის ღამეს, შეტაკება მოხდა პოლიციასა და ამბოხებულების მხარდასაჭერად შეკრებილ მოსახლეობას შორის. დილით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფრომაციის მიხედვით, 51 ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული, მათ შორის 29 პოლიციელი.
დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ არ მისცა უფლება ქუჩაში შეკრებილებს გადაეცათ ამბოხებულებისთვის საჭმელი.
18 ივლისს, ერევანში, მოქალაქეებმა მაშტოცის გამზირზე მოაწყვეს დემონსტრაცია პოლიციის მიერ ათობით აქტივისტის უკანონო დაკავების წინააღმდეგ (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ სამართადამცავი ორგანოებისგან ადამიანის უფლებების დაცვას (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).ერევნის ცენტრში გამართული მჯდომარე აქცია მშვიდობიანი პროტესტის უფლების დასაცავად (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).აქტივისტები ცდილობენ ერევნის პოლიციის უფროსთან, აშოტ კარაპეტიანთან მოლაპარაკებას (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).გადაკეტილ ქუჩებზე პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).რამდენიმე დღე პოლიციის კორდონები მთელი დღე-ღამის განმავლობაში არ დაშლილა (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).რამდენიმე დღე პოლიციის კორდონები მთელი დღე-ღამის განმავლობაშ არ დაშლილა (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).ზოგჯერ პოლიციასა და ქუჩაში შეკრებილ ხალხს შორის ხდება შეტაკებები, 2016 წლის 19 ივლისი (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).ინფორმაციის არქონის გამო გადაკეტილ ქუჩებთან სიტუაცია იძაბება (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).ზოგჯერ პოლიციასა და ქუჩაში შეკრებილ ხალხს შორის ხდება შეტაკებები, 2016 წლის 19 ივლისი (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).ქალი ცდილობს დაარწმუნოს პოლიცია არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).აქტივისტებმა პოლიციის წინააღმდეგ ბარიკადების აღმართვა დაიწყეს (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).ადგილზე მობილიზებული პოლიცია (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).ახალგაზრდა ქალი პოლიციის კორდონის წინ (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).აქტივისტები პოლიციის წინააღმდეგ ბარიერების სახით ნაგვის კონტეინერებს იყენებენ (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).მესამე დღეს, დაკავებულ პოლიციის განყოფილებასთან მისასვლელ ხორენაცის ქუჩაზე პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფები გამოჩნდა (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც ამბოხებულებსა და პოლიციას შორის არაოფიციალური მედიატორი გახდა, ხალხს მოვლენათა განვითარების შესახებ უკანასკნელ ცნობებს აწვდის (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).გადაკეტილ ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა სიტუაციას აკვირდება (ფოტო: ნაზიკ არმენაკიანი).
ჩვენ ვიყენებთ ქუქი ჩანაწერებს. თქვენი პარამეტრების დამახსოვრებით ჩვენ გაწვდით საუკეთესო მომსახურებას განმეორებითი ვიზიტების დროს. "თანახმა ვარ" ღილაკზე დაჭერით თქვენ გასცემთ ქუქი ჩანაწერების გამოყენების ნებართვას. თუმცა "პარამეტრები" ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენს მიერ ნებადართული მონაცემების გაზიარება. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატიები: ჩვენს მიერ გამოყენებული ქუქი ჩანაწერები | ინტერნეტის ისტორია.
This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. These cookies ensure basic functionalities and security features of the website, anonymously.
Functional cookies help to perform certain functionalities like sharing the content of the website on social media platforms, collect feedbacks, and other third-party features.
Performance cookies are used to understand and analyze the key performance indexes of the website which helps in delivering a better user experience for the visitors.
Analytical cookies are used to understand how visitors interact with the website. These cookies help provide information on metrics the number of visitors, bounce rate, traffic source, etc.
Advertisement cookies are used to provide visitors with relevant ads and marketing campaigns. These cookies track visitors across websites and collect information to provide customized ads.