შაბათი, მაისი 3, 2025
Homeრეპორტაჟებივიდეოსიცოცხლის რისკი - რწმენისა და წარსულის ხსოვნისათვის

სიცოცხლის რისკი – რწმენისა და წარსულის ხსოვნისათვის

კონფლიქტის ზონის მახლობლად მცხოვრები ადამიანები, შეშის  მოსაჭრელად ან ახლობლების  საფლავების მოსანახულებლად, სიცოხლისათვის სახიფათო ხაზს კვეთენ.

ნინო ჩიფჩიური  13/04/2012

გორის რაიონის,ზოგიერთ სოფელში მოსახლეობა მუდმივი საფრთხის პირობებში ცხოვრობს, რადგან, თუკი ისინი, შემთხვევით, არასწორ ადგილას აღმოჩნდებიან, მათ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაკავება ემუქრებათ.

რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად, გორსა და არაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის დე–ფაქტო გამყოფი ხაზი შეიცვალა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უცნობია, თუ სანამდეა მათთვის გადაადგილება უსაფრთხო.

ბევრი მათგანი დღემდე რისკავს და ადრინდელის მსგავსად, შეშის მოპოვებას ახლომდებარე ტყეებიდან ცდილობს, ვინაიდან ამ სოფლებს ბუნებრივი გაზი არ მიეწოდებათ, შეშა ყველაზე მნიშვნელოვანი გათბობის საშუალებაა.

აღდგომასა და სხვა დღესასწაულების დროს, ქართული მართლმადიდებლური კალენდრის თანახმად, ეკლესია-მონასტრებისა და ახლობლების საფლავების მონახულება მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, თუმცა გორის ზოგიერთ საზღვრისპირა სოფელში როგორც სასაფლაოები, ასევე ეკლესიები მეორე მხარესაა მოქცეული და მათი მონახულების მცდელობა [სოფლების მაცხოვრებელთათვის] მნიშვნელოვან საფრთხეებს უკავშირდება.

ნინო ჩიფჩიური
ნინო ჩიფჩიურიhttp://www.biliki.ge
ნინო ჩიფჩიური დამოუკიდებელი ჟურნალისტია გორიდან. ნინო აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ახალგაზრდულ და სამშვიდობო მედია პროექტებში. ნინო ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2015 წლის გამარჯვებულია და აქტიურად თანამშრომლობს IWPR-ის საერთაშორისო გამოცემასთან Global Voices.
RELATED ARTICLES

პოპულარული სტატიები