შაბათი, მაისი 3, 2025
Homeდევნილთა ამბებილიახვის ხეობიდან დევნილი უხუცესი

ლიახვის ხეობიდან დევნილი უხუცესი

 გადაცემა დევნილთა ამბების  23-ე  გამოშვება, შიდა ქართლი

ავტორი: ნანა კახნიაშვილი

 უხუცესი  დევნილი ვარა სააკაშვილს 97 წლისაა და ლიახვის ხეობაში დაბრუნების იმედას არ კარგავს.  მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2 წელზე მეტია დარჩენილი, ვარა ბებო უკვე  საუკუნოვანი იუბილესთვის ემზადება. მას ასევე, ეამაყება, რომ პრეზიდენტის მოგვარეა.

97 წლის ვარა სააკაშვილი
97 წლის ვარა სააკაშვილი

97 წლის ვარა სააკაშვილი საღად აზროვნებს , საოჯახო საქმიანობასაც ახერხებს და ღამით ოჯახის ყველა წევრის სახლში დაბრუნებამდე არ იძინებს.

ვარა ბებომ მთელი ცხოვრება ცხინვალის რეგიონის სოფელ კეხვში გაატარა, ანუ იქ სადაც მთელი 20 წელი გაუნელებელი აფეთქებები და სროლები იყო. მუდმივი ომების გამო ახლობლები მას და მის შვილებს კეხვში სახლ–კარის გაყიდვას და სხვაგან დასახლებას ურჩევდნენ. ამ გადასახედიდან ნანობს, რომ მისმა შვილებმა ახლობლებს არ დაუჯერეს და 2008 წლამდე საცხოვრებლად სოფელში დარჩნენ.

“ჩემმა ძმამ ადრეც მითხარ, ისეთ ზონაში ცხოვრობთ, რომ ოსები არ მოგასენებენო, გაყიდეთ სახლიო. ჩემმა შვილმა არ ისურვა სახლის გაყიდვა და შედეგად ყველაფერი დავკარგეთ. “- ამბობს ვარა.

აგვსტოს ომის შემდეგ ვარა სააკაშვილი, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად დევნილად იქცა. მისი შვილი გენადი კახნიაშვილი ამბობს, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედია საკუთარი კუთხის დაკარგვას უკავშირდება.

“მთაზე, რომ ავედი და ვნახე, რომ ცხინვალს ბოლი ასდიოდა ჩემს ცოლს ვუთხარი, მე მგონი ეს ჩვენი უკანასკნელი წასვა არის-მეთქი. -არა, რას ამბობ, ხვალ და ზეგ დავბრუნდებითო. -ვერ დავბრუნდებით-მეთქი და მართლა ასე მოხდა”- ამბობს  გენადი.

ვარა სააკაშვილს უცხო ქალაქში და თანაც კორპუსში, მესამე სართულზე ცხოვრება ძალიან უჭირს. რამდენიმე ხნის წინ, ეზოში ჩასვლის დროს,  ფეხი მოიტეხა. ახლა ეტლში ზის და გადაადგილებას ოთახიდან ოთახში ძლივს ახერხებს.

ვარა სააკაშვილს ეამაყება, რომ ის პრეზიდენტის მოგვარეა და რომ სულ მალე საუკუნის იუბილეს იზეიმებს.

ვრცელი ინფორმაციისათვის მოისმინეთ ჩანაწერი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”4095″]

 

შორენა ლათათია
შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.
RELATED ARTICLES

პოპულარული სტატიები