შაბათი, მაისი 3, 2025
Homeდევნილთა ამბებიხალხური რეწვის სახელოსნო წეროვანში

ხალხური რეწვის სახელოსნო წეროვანში

წეროვნის დევნილთა დასახლებაში უკვე ერთი თვეა, რაც ხალხური რეწვის სახელოსნო  „იკორთა“ გაიხსნა. სახელოსნოში ლიახვის ხეობიდან და ახალგორიდან დევნილი ათამდე ქალბატონი მუშაობს. 

ყოველდღიური რუტინით დაღლილი დევნილი ქალბატონები სახელოსნოში სულიერ საზრდოსა და დასაქმების რეალურ შანსს პოილობენ. ისინი  დილიდან შუადღემდე ძაფებს აბამენ, ქარგავენ, ხატავენ, ფერებს უხამებენ და იშვიათ ნამუშევრებს ქმნიან.

აღნიშნული პროექტი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ვრცლად მოისმინეთ ნანა კახნიაშვილის რეპორტაჟი:

 

დევნილთა ამბები - შიდა ქართლი
დევნილთა ამბები - შიდა ქართლი
“დევნილთა ამბები” გადაცემათა ციკლია, რომელიც დევნილთა პრობლემებს აშუქებს და მომზადებულია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ახალგაზრდა რეპორტიორების მიერ. პროექტში ჩართული ჟურნალისტები ცხოვრობენ და მუშაობენ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად. გორისა და ზუგდიდის ბიუროებში დასაქმებული დევნილი რეპორტიორები დევნილთა ამბების თვეში ორ გამოშვებას ამზადებენ. ტრენინგებისა და რეალურ დროში რეალურ რესპონდენტებთან მუშაობის შედეგად დევნილი ახალგაზრდები მედიასთან ურთიერთობისა და პროფესიონალი ჟურნალისტისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.
RELATED ARTICLES

პოპულარული სტატიები