დევნილთა ამბები - შიდა ქართლი
1 POSTS0 COMMENTS
“დევნილთა ამბები” გადაცემათა ციკლია, რომელიც დევნილთა პრობლემებს აშუქებს და მომზადებულია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ახალგაზრდა რეპორტიორების მიერ. პროექტში ჩართული ჟურნალისტები ცხოვრობენ და მუშაობენ სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად. გორისა და ზუგდიდის ბიუროებში დასაქმებული დევნილი რეპორტიორები დევნილთა ამბების თვეში ორ გამოშვებას ამზადებენ. ტრენინგებისა და რეალურ დროში რეალურ რესპონდენტებთან მუშაობის შედეგად დევნილი ახალგაზრდები მედიასთან ურთიერთობისა და პროფესიონალი ჟურნალისტისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.