სალომე მოდებაძე
0 POSTS0 COMMENTS
http://www.ginsc.net2014 წლის ივნისიდან ვარ “ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტი, ბლოგერი და სოციალური მედიის მენეჯერი. მანამდე თითქმის 5 წელი ვიყავი ინგლისურენოვანი გაზეთის - The Messenger-ის აღმასრულებელი რედაქტორი. ასევე მოკლე პრაქტიკა მაქვს გავლილი „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურში, პრაღაში.
დამთავრებული მაქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, ვარ ჟურნალისტიკის მაგისტრი. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მიმყავდა რადიო „ჯიპას“ ინგლისურენოვანი ახალი ამბების გამოშვება. როგორც მოხალისემ ჩავწერე ასტრიდ ლინდგრენის „ყაჩაღის ასული რონიას“ აუდიო ვერსია პროექტისთვის „აუდიო წიგნები უსინათლოებისთვის.“
ვარ ასევე მედიის განვითარების ფონდის პროექტის „ლიდერი ქალები პოლიტიკური მმართველობისთვის“ ბლოგერების კონკურსის „ქალები ცვლილებებისთვის“ ერთ–ერთი გამარჯვებული; „გოუ ჯგუფის“ დოკუმენტური ფილმების პროექტის „ჟურნალისტები მშვიდობიანი კავკასიისთვის“ მონაწილე. 2013 წელს წარდგენილი ვიყავი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზზე „მშვიდობის ჟურნალისტიკაში.“