შაბათი, მაისი 3, 2025
Homeდევნილთა ამბებიდევნილთა ამბები – სამეგრელო ზემო-სვანეთი 5

დევნილთა ამბები – სამეგრელო ზემო-სვანეთი 5

გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,9FM.
ბოლო გადაცემა 31 ოქტომბერი, 2010წ.

მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”2873″]

დევნილთა ამბებს მაია ავალიანი უძღვება. გადაცემა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით მზადდება.

მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები

აფხაზეთიდან დევნილები ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი კომპაქტური ჩასახლების ცენტრში ახლადგარემონტებულ საცხოვრებელ ფართში გადასვლაზე უარს ამბობენ – რატომ არჩიეს დევნილებმა ამროტიზებული შენობა ახლადგარემონტებულ ფართს – თამუნა შონია მოგიყვებათ საკუთარ სიუჟეტში.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-5-zugdidi_013.mp3]

ახლადგარემონტებულ საცხოვრებელ ფართში გადასვლაზე უარს ამბობენ ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მდებარე კომპაქტურ ცენტრში მცხოვრები დევნილებიც. დევნილთა უკმაყოფილების მიზეზებს ჟურნალისტები ნინო მარღანია და ეკა ფარულავა არკვევდენენ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-5-zugdidi_023.mp3]

ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში მცხოვრები დევნილების 120 ოჯახს სამი თვეა წყალი არ მიეწოდება. დევნილთა პრობლემების შესახებ დეტალურად ჯილდა ქარდავასა და ანა ნაჭყებიას მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-5-zugdidi_033.mp3]

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ახლადგარემონტებულ შენობას, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე 20 -მდე ოჯახი ღამეს კარავში ათევს. ეს თემა ჟურნალისტმა თამუნა შონიამ დაამუშავა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-5-zugdidi_043.mp3]

გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას მაია ავალიანი უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიოკომპანია ოდიშის ეთერში 31 ოქტომბერს გავა, 19.00 საათზე.

RELATED ARTICLES

პოპულარული სტატიები