შაბათი, მაისი 3, 2025
Homeდევნილთა ამბებიდევნილთა ამბები – სამეგრელო ზემო-სვანეთი 7

დევნილთა ამბები – სამეგრელო ზემო-სვანეთი 7

გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,9FM.
ბოლო გადაცემა 31 ნოემბერი, 2010წ.

მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”2821″]

დევნილთა ამბებს მაია ავალიანი უძღვება. გადაცემა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით მზადდება.

მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები

გალში რუსეთის სასაზღვრო ძალების სარდლობამ აქცია სახელწოდებით – ურთიერთდახმარება, თანამშრომლობა და უსაფრთხოება განახორციელა. აქცია მიზნად გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავდა. უფრო ვრცლად თამუნა შონია გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-zugdidi_013.mp3]

გალის აფხაზური ადმინისტრაცია საქართველო- აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის შემოვლითი გზებით გადაკვეთის შემთხვევაში მოქალაქეებს სანქციებით ემუქრება. თემას მირანდა ქუხილავა და ირინა ესაკია განავრცობენ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-zugdidi_023.mp3]

ზუგდიდის ერთ-ერთი ქარხნის შენობაში მცხოვრები დევნილები, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. სიუჟეტი ამ თემაზე რეპორტიორებმა ჯილდა ქარდავამ და ეკა ფარულავამ მოამზადეს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-zugdidi_033.mp3]

ფოთის მერია, დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია კივიტას გეორგიკასთან ერთად ფოთში მცხოვრებ დევნილთა საჭიროებებს იკვლევს. დეტალურად ამ პროექტის შესახებ თამუნა შონია გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-zugdidi_043.mp3]

ზუგდიდში ახალგაზრდებისთვის სამშვიდობო ცენტრი გაიხსნა. სამშვიდობო ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე მირანდა ქუხილავა გესაუბრებათ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-7-zugdidi_053.mp3]

გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას მაია ავალიანი უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიოკომპანია ოდიშის ეთერში 28 ნოემბერს გავა, 19.00 საათზე.

RELATED ARTICLES

პოპულარული სტატიები