შაბათი, მაისი 3, 2025
Homeდევნილთა ამბებიდევნილთა ამბები – სამეგრელო ზემო-სვანეთი 9

დევნილთა ამბები – სამეგრელო ზემო-სვანეთი 9

გადაცემა დევნილთა ამბები
ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია ოდიში, მაუწყებლობის არხი 101,9FM.
ბოლო გადაცემა 30 იანვარი, 2011წ.

მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი: [jwplayer config=”mp3″ mediaid=”2774″]

დევნილთა ამბებს მაია ავალიანი უძღვება. გადაცემა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია ოდიშის თანამშრომლობით მზადდება.

მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები

ზუგდიდში მდებარე დევნილთა ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებას 3 თვეზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდება. პრობლემის მიზეზი დევნილთა რეგისტრაციის დროს დაშვებული შეცდომა აღმოჩნდა. ამ თემაზე ჟურნალისტი თეა შონია მუშაობდა.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-9-zugdidi_013.mp3]

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. არჩევნების დღეს მომხდარი აფეთქებისა და ქართული სოფლის არჩევანის შესახებ ჯილდა ქარდავა გიამბობთ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-9-zugdidi_023.mp3]

დევნილთა ამბების რეპორტიორი ირინა ესაკია მოგიყვებათ – რა პირობებია აფხაზურ ჯარში და როგორ ახერხებენ გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის დაძვრენას.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-9-zugdidi_033.mp3]

რუსეთსა და აფხაზეთს შორის დე ფაქტო საზღვარზე ახალი ხიდი აშენდება. როდის დაიწყება მდინარე ფსოუზე სამშენებლო სამუშაოები და ვის მოემსახურება ფსოუს ახალი ხიდი – ეკა ფარულავა მოგიყვებათ.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-9-zugdidi_043.mp3]

გალის რაიონში ქართულ სკოლებს რუსეთის ფედერაციამ სასკოლო ინვენტარი უსაჩუქრა. თემაზე დევნილთა რეპორტიორი ეკა ფარულავა მუშაობდა. ტექსტს ჟურნალისტი თეა შონია კითხულობს.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-9-zugdidi_053.mp3]

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში, დევნილი ახალგაზრდებისთვის დასაქმების ძიების ტექნიკის თემაზე – ტრენინგი ჩატარდა. მოისმინეთ დევნილი რეპორტიორის ნინო მარღანიას სიუჟეტი.
მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-9-zugdidi_063.mp3]

გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას მაია ავალიანი უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიოკომპანია ოდიშის ეთერში 27 თებერვალს გავა, 19.00 საათზე.

RELATED ARTICLES

პოპულარული სტატიები