შაბათი, მაისი 3, 2025
Homeდევნილთა ამბებიდევნილთა ამბები – შიდა ქართლი 11

დევნილთა ამბები – შიდა ქართლი 11

გადაცემა დევნილთა ამბები

ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00  საათი. რადიოკომპანია  თრიალეთი, მაუწყებლობის არხი  104,8 FM.

ბოლო გადაცემა 30.04.2011

მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”2660″]

დევნილთა ამბების მეთერთმეტე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.

მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები

უსტატუსო დევნილები ზარდიაანთ კარიდან და გუგუტიანთ კარიდან (შიდა ქართლის რეგიონი) ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დევნილები  სოციალურ დახმარებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-11-gori_013.mp3]

შიდა ქართლის რეგიონში არსებულ დევნილთა დასახლებებში პრობლემების რუქა შეიქმნება. ეს ინიციატივა ორ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნის – შიდა ქართლში დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტსა და გორის საინფორმაციო ცენტრს. პროექტის მიზანი დევნილთა პრობლემების კვლევა, ჩამოყალიბება და ხელისუფლებისთვის გაცნობაა, რათა დროულად დაიწყოს პრიორიტეტული საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-11-gori_023.mp3]

ქალთა სამშვიდობო ორგანიზაციის წევრები ლიდერების მომზადებით ორგანიზაციაში ახალი წევრების მიზიდვას აპირებენ, მოძრაობას პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა. მშვიდობის დამცველი ქალები ხელისუფლებაში მოსვლას და მშვიდობის მშენებლობის ლობირებას აპირებენ.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-11-gori_033.mp3]

ახალგაზრდა ეკონომისტებმა პროექტის ერთად ჩვენ შევძლებთ ფარგლებში რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა შექმნეს. პროექტი, 2008 წლის ომის დროს  ყველაზე მეტად დაზარალებულ  სამ რეგიონში ხორციელდება. ახალგაზრდა ეკონომისტებმა ხელისუფლებას ძირითადი პრობლემების მოგვარებისთვის რეკომენდაციებიც მიაწოდეს.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/06/gadacema-11-gori_043.mp3]

გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას გოგა აფციაური უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიო თრიალეთის ეთერში 29 მაისს გავა, 19.00 საათზე.

RELATED ARTICLES

პოპულარული სტატიები