შაბათი, მაისი 3, 2025
Homeდევნილთა ამბებიდევნილთა ამბები - შიდა ქართლი 12

დევნილთა ამბები – შიდა ქართლი 12

გადაცემა დევნილთა ამბები

ეთერში გასვლის დრო – ყოველი თვის ბოლო კვირა დღე 19.00 საათი. რადიოკომპანია თრიალეთი, მაუწყებლობის არხი 104,8 FM.

ბოლო გადაცემა 29.05.2011

მოისმინეთ გადაცემის ჩანაწერი:[jwplayer config=”mp3″ mediaid=”2940″]

დევნილთა ამბების მეთორმეტე გამოშვებას ჟურნალისტი გოგა აფციაური უძღვება.

მოისმინეთ გადაცემაში გამოყენებული მასალები

სურამის საზაფხულო სანატორიუმის უფანჯრო მუყაოსა და თუნუქისგან ნაგებ კოტეჯებში მცხოვრები დევნილები საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/05/gadacema-12-gori_013.mp3]

ზარდიანთ კარელმა დევნილებმა, რომლებსაც დევნილის სტატუსი არ აქვთ 30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერი ვერ მიიღეს. დევნილები ხელისუფლებისგან დევნილის სტატუსის მინიჭებას ან საკუთარ სახლებში დაბრუნებისთვის აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/05/gadacema-12-gori_023.mp3]

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორების აზრით – იძულებით გადაადგილებული პირების ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ირღვევა. სამშენებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, კოტეჯების არაერთგზის რემონტის მიუხედავად იქ საყოფაცხოვრებო პირობების დონე ისევ დაბალია.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/05/gadacema-12-gori_033.mp3]

შიდა ქართლის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი კოტეჯებისა და მიწების პრივატიზების პროცესი იწყება. დევნილებს საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად შეეძლებათ.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/05/gadacema-12-gori_043.mp3]

კარალეთის დევნილთა დასახლებაში სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარდა. კოტეჯებთან ახლოს მოწყობილი ჭაბურღილები საკარმიდამო ნაკვეთების მორწყვის პრობლემას მთლიანად მოხსნის. ჭაბურღილების მონტაჟში ფინანსური თანამონაწილეობა დევნილებმაც მიიღეს.

მოისმინეთ ჩანაწერი:[audio:http://reporter.ge/wp-content/uploads/2011/05/gadacema-12-gori_053.mp3]

გადაცემა დევნილთა ამბები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა და რადიოკომპანია თრიალეთის თანამშრომლობით იქმნება. გადაცემას გოგა აფციაური უძღვებოდა. დევნილთა ამბების მომდევნო გამოშვება რადიო თრიალეთის ეთერში 26 ივნისს გავა, 19.00 საათზე.

RELATED ARTICLES

პოპულარული სტატიები