შაბათი, მაისი 3, 2025
HomeგანცხადებებიIWPR საგანგებო განცხადება

IWPR საგანგებო განცხადება

არსებულ მგომარეობაში აუცილებელია ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა და ხელისუფლების მიერ დიალოგის წარმართვა.

პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, 2019 წლის 21 აპრილი.
(ფოტო გამოცემულია სულხან ბორძიკაშვილის კეთილი ნებით)

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) საქართველოს წარმომადგენლობა მოუწოდებს პანკისში მომუმაშავე მედია საშუალებების ხელმძღვანელებს უზრუნველყონ ჟურნალისტები ელემენტარული ფიზიკური უსაფრთხობის საშუალებებით:

– ჩაფხუტი (საკმარისია სამშენებლო ჩაფხუთი წარწერით პრესა)

– ჟილეტი წარწერით პრესა

– დახურული სათვალე

– ფეხის დამცავი ფარი (შესაძლებელია სპორტული წვივის დამცავი საშუალება და პლასტმასის სამუხლე)

პოლიცია ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტი. მას არ აქვს უფლება ხელი შეუშალოს ჟურნალისტს რომლის იდენტიფიცირება თვალნათლივ შესაძლებელია.

პროტესტის მონაწილეებს და პანკისში მყოფ პოლიციის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ:

– დაუყოვნებლივ შეწყდეს დაპირისპირება

– გაეწიოს სამედიცინო დახმარება დაშავებულებს

– ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმუხტონ სიტუაცია და დაუყოვნებლივ დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები ადგილობრივ მოსახლეობასთან

RELATED ARTICLES

პოპულარული სტატიები