კვირა, მაისი 4, 2025
Homeრეპორტაჟებისაქართველოს ისტორია საარჩევნო პლაკატში

საქართველოს ისტორია საარჩევნო პლაკატში

პოლიტიკური პლაკატის სწორად შერჩეული დიზაინი, სლოგანი და ლიდერის იმიჯი არჩევნებში წარმატების მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმულაა.  რაც უფრო გასაგები და დამაჯერებელია დაპირება, მით უფრო მეტია გამარჯვების შანსი.

გამოფენა "პოლიტიკური პლაკატი - საქართველოს არჩევნების ისტორია" 2012 წელი (შორენა ლათათიას ფოტო)

ვინ როგორ ცდილობდა ამომრჩევლის მოხიბვლას 1990- 2010 წლების არჩევნებში და როგორ იცვლებოდა პოლიტიკურ პლაკატებში გამოხატული წინასაარჩევნო რიტორიკა?

სამშობლოს სიყვარული და ქვეყნის დამოუკიდებობა 90-იანი წების წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილებია. ბოლო ათწლეულის  განმავლობაში დაბეჭდილი  საარჩევნო დაპირებები კი ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს ეხება.

იცვლებოდა საარჩევნო სლოგანებიც: “ენა, მა­მუ­ლი, სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა”, “ედუ­არდ შე­ვარ­დ­ნა­ძე: ძლე­ვა­მო­სი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სათ­ვის!”, “მი­ლი­ო­ნი სა­მუ­შაო ად­გი­ლი”, “სა­ქარ­თ­ვე­ლო კო­რუფ­ცი­ის გა­რე­შე”, “მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩ­ვენს სა­ქარ­თ­ვე­ლოს”, “და­საქ­მე­ბა და და­ბა­ლი ტა­რი­ფე­ბი”, “ერ­თად ვმარ­თოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო” და ა.შ.

წელს პოლიტიკურმა პლაკატებმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზშიც შეაღწია, სადაც 14 სექტემბერს გამოფენა “პოლიტიკური პლაკატი – საქართველოს არჩევნების ისტორია” გაიხსნა.

გამოფენის იდეის ერთ-ერთი ავტორი და ორგანიზატორი, ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ “გამოფენის მთავარი არსი არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართული პოლიტიკური პროცესის დინამიურობისა და თავისებურებების საზოგადოებისთვის გაცნობა და იმის შეხსენება, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქის პოლიტიკური არჩევანი საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე ბევრად განსაზღვრავს თითოეული ამომრჩევლის და, ფართო აზრით, ქვეყნის მომავალს.”
[nggallery id=12]

გამოფენის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით.

 

შორენა ლათათია
შორენა ლათათია
შორენა ლათათია IWPR-ის პროექტის კოორდინატორია და ყოვლეკვირეული საერთაშორისო გამოცემა "კავკასიის საინფორმაციო სამსახურის" კონტრიბუტორი.
RELATED ARTICLES

პოპულარული სტატიები