შაბათი, მაისი 3, 2025
Homeრეპორტაჟებიწაშლილი ეთნიკური საზღვრები

წაშლილი ეთნიკური საზღვრები

პოლონელი ფოტოგრაფის მაგდალენა კონიკის ფოტო ესეი ლაგოდეხის მრავალეთნიკური სოფლებიდან.

მარინა კოკოევი
მარინა კოკოევი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია. ის თანასოფლელების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ცდილობს და მათ ხშირად სტუმრობს.

40 წლის წინ, ოსური ოჯახები, მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან – აღმოსავლეთ კახეთში, დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების იმედით დასახლდნენ და ძირითადად სოფლის მეურნეობით დასაქმდნენ.

ერთი ნაწილი ქალაქ ლაგოდეხში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დღესაც არის ოსური უბანი. ქალაქგარეთ კი ისინი ძირითადად ხუთ სოფელში ცხოვრობენ – ფონა, დონა, არეშფერანი, ზემო ბოლქვი და ხეჩილი.

მაგდალენა კონიკის რეპორტაჟი კახეთის რეგიონის ლაგოდეხის მუნიცეპალიტეტიდან, სოფლებისთვის ზოგადად დამახასიათებელი სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემბის გარდა, გვერდიგვერდ მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა ურთიერთობებს ასახავს.

იხილეთ ფოტო ესეი წაშლილი ეთნიკური საზღვრები

მაგდალენა კონიკი
მაგდალენა კონიკიhttps://www.facebook.com/magdalena.konik.7?fref=ts
მაგდალენა კონიკი ფოტოგრაფია პოლონეთიდან. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და ფოტოებზე სოფლად მაცხოვრებელი ადამიანების ცხოვრებას ასახავს. რამდენიმეჯერ ფეხით მოგზაურობის შემდეგ, მაგდალენამ საქართველოში საცხოვრებლად დარჩენა გადაწყვიტა. მან მიატოვა სამსახური პოლონეთში და ახლა სიღნაღნში ცხოვრობს.
RELATED ARTICLES

პოპულარული სტატიები